09 მაი 2026
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს სახლში ესტუმრა. გიორგი ჯინჭარაძემ დევნილ ვეტერან ორესტი ბერულავას გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრები გადასცა. უწყების ცნობით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, აფხაზეთიდან დევნილი, ერთადერთი ვეტერანი 2 000 ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს.