09 მაი 2026
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს ქედაშიც. საზოგადოება მეორე მსოფლიო ომის გმირთა მემორიალთან შეიკრიბა და პატივი მიაგო მათ ხსოვნას. მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა თვითმმართველობის მოხელეებმა და საზოგადოების წევრებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს 9 მაისის მნიშვნელობაზე და გაიხსენეს ქედელი ვეტერანები.