ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავება კვლავ შეფასებების თემაა

09 მაი 2026

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავება კვლავ შეფასებების თემაა.
 
გუშინ უწყებამ პირველი ფარული ჩანაწერი გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ეს არის ფარულად გადაღებული ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ საუბრობს ინგლისურად გიორგი უძილაური მის წინ მჯდომ პირთან – კადრები საცხოვრებელ სახლშია გადაღებული და საუბარია მასალების ერთმანეთთან ფარული არხებით გადაგზავნის გზებზე.

საგამოძიებო უწყება შეხვედრას კონსპირაციულად აცხადებს და ამტკიცებს, რომ მასალა თანხის მიღებასა და ხელმოწერის ფაქტს ასახავს. ამ დრომდე არ კონკრეტდება ევროპის ის ქვეყანა, რომლის სასარგებლოდ ჯაშუშობასაც დაკავებულს ედავებიან.