09 მაი 2026
ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების მოქმედ უფროსსა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დღესვე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა ჟურნალისტ გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებული, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი სამი თანამშრომელი, რომელთაგან ერთი დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელია.