ევროკავშირი დღეს ევროპის დღეს აღნიშნავს

09 მაი 2026

ევროკავშირი დღეს ევროპის დღეს აღნიშნავს - „ექსპოჯორჯიაში“ ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში იმართება. მსხვადასხვა პავილიონში მოწყობილია გამოფენები და მწვანე კუთხეები. ადგილზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ ინოვაციურ პროექტებსა და ჩაერთოს შემოქმედებით აქტივობებში. ბავშვებს კი გიგანტური გასაფერადებელი სივრცე და სახალისო თამაშები ელოდებათ. ღონისძიება ოფიციალურად  გახსნა ევროკავშირის ელჩმა. პაველ ჰერჩინსკიმ შეკრებილებს სიტყვით მიმართა.