09 მაი 2026
ევროპას საზეიმო დღეს სოციალური ქსელით ულოცავენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც დღეს „ექსპოჯორჯიაში“ არ მივიდნენ, თუმცა, მიმდინარე ღონისძიებასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებები კიდევ ერთხელ გააკეთეს. მმართველი გუნდი ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ახსენებს, რომ ისტორიის შეცვლა მიუღებელია და 9 მაისი საქართველოს იდენტობის ნაწილია. შალვა პაპუაშვილი იმ მოსაზრებას გამოეხმაურა, რომ ფაშიზმზე გამარჯვების დღე არა 9, არამედ 8 მაისს უნდა აღინიშნოს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევროკავშირის ორგანიზებით მიმდინარე ღონისძიება მორიგი ანტისამთავრობო შეკრებაა და მასში მონაწილეობის სურვილი არ აქვთ.