09 მაი 2026
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, პოლონეთი მზად არის დამატებითი ამერიკული სამხედრო კონტიგენტი მიიღოს. მინისტრის თქმით, ქვეყანა მზადაა აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად და ევროპის კიდევ უფრო საიმედო დასაცავად. ოსინიაკ კამიშიმ აღნიშნა, რომ პოლონეთ-ამერიკის კავშირი მათი უსაფრთხოების ქვაკუთხედია. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები, რომლებიც გერმანიას დატოვებენ, შესაძლოა, პოლონეთში გაემგზავრონ.