უნგრეთის პარლამენტმა პეტერ მადიარი ხმათა უმრავლესობით ქვეყნის პრემიერ-მინისტრად აირჩია

09 მაი 2026

უნგრეთის პარლამენტმა პეტერ მადიარი ხმათა უმრავლესობით ქვეყნის პრემიერ-მინისტრად აირჩია. პარტია „ტისას“ ლიდერს მხარი 140-მდა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 54-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა. „გარდიანის“ ცნობით, დამტკიცების შემდეგ მადიარმა პარლამენტის წინაშე ფიცი დადო და ამით ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დაასრულა. ამასთან, უკვე პრემიერ-მინისტრმა მადიარმა უნგრეთის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა და მიმართა იმ ინსტიტუტების ლიდერებს,  რომლებიც წინა სისტემის პოლიტიკური მსახურები იყვნენ, გამოიჩინონ გამბედაობა და 31 მაისამდე თანამდებობებიდან საკუთარი ნებით გადადგნენ.