09 მაი 2026
პოლიტიკურმა პარტიამ - „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ მორიგი წარმომადგენლობითი ოფისი რაჭაში, ქალაქ ამბროლაურში გახსნა. ოფისის გახსნის ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ესწრებოდა. შეხვედრაზე პარტიის წარმომადგენლებმა რაჭველებს მადლობა გადაუხადეს ინტერესისთვის და ხაზი გაუსვეს რეგიონის უდიდეს ეკონომიკურ პოტენციალს, რომლის სრულყოფილად რეალიზებისთვის პარტიის წარმომადგენლების თქმით, საჭიროა სწორი ეკონომიკური პოლიტიკის წარმოება და მშვიდობა.