ევროპის ჩემპიონატის პირველი დღეს ქართველმა მებრძოლებმა სხვადასხვა სინჯის 9 მედალი მოიპოვეს

09 მაი 2026

ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე წარმატებული აღმოჩნდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისთვი. ქართველმა მებრძოლებმა სხვადასხვა სინჯის 9 მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები გახდნენ გიორგი ძნელაძე, საბა ჭრელაშვილი და ნინო შუბითიძე. ძნელაძემ შარშან მოპოვებული ჩემპიონის ტიტული დაიცვა. საბ ჭრელაშვილი გახდა პირველი ქართველი მებრძოლი, რომელმაც ზედიზედ სამჯერ მოახერხა კონტინენტის პირველობის მოგება. რაც შეეხება ნინო შუბითიძეს, მან შარშანდელი ბრინჯაოს მედალს წელს ოქრო შემატა. შუბითიძემ ქართულ ფინალში ნანა ნიკურაძე დაამარცხა, რომელიც ვიცე ჩემპიონობას დასჯერდა. ვიცე ჩემპიონი გახდა ამირან ტატულიშვილი. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ედგარ აბგარიანმა, მალხაზ ქაჯაიამ, გიორგი ბარნაველმა და ოსკარ ჰიმშლეიმ. ხვალ ევროპის ჩემპიონატი დიდებში გაიმართება.