„თანამედროვე არგონავტები - საქართველოს გზაჯვარედინი“

09 მაი 2026

„თანამედროვე არგონავტები - საქართველოს გზაჯვარედინი“- ამ სახელწოდების პროექტით გაიხსნა ვენეციაში ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს პავილიონი. ქართულ კუთხეს ქართველი და უცხოელი 17 ხელოვანი წარმოადგენს. 61-ე ბიენალეს სტუმრებს საშუალება აქვთ ადგილზე თანამედროვე ტექნიკით შესრულებული ვიზუალური ნამუშევრები და ტრადიციული ფორმატის ნიმუშები დაათვალიერონ. ექსპოზიცია მოიცავს როგორც ფერწერულ ნამუშევრებს, ასევე ფოტოგრაფიას, ინსტალაციასა და მულტიმედია არტს. საქართველოს ეროვნული პავილიონი კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ გახსნა.