მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 81 წელი გავიდა

09 მაი 2026

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 81 წელი გავიდა. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა,  9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

ომმა საქართველოზე უმძიმესი კვალი დატოვა. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა. მათგან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა.

ომის მონაწილე-ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ქვეყნის მასშტაბით, დღეის მდგომარეობით, მეორე მსოფლიო ომის 46 ვეტერანია.