„ ჩვენ და ბავშვები“ -  ბათუმში შალვა ამონაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა

09 მაი 2026

„ ჩვენ და ბავშვები“ -  ბათუმში შალვა ამონაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა. პროფესიით პედაგოგი  და ფსიქოლოგი მასწავლებლებსა და მშობლებს შეხვდა. შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდისას მნიშვნელოვანი მეთოდების დანერგვაზე ისაუბრა. რჩევები ეყრდნობა თანამედროვე მიდგომების დანერგვას,  პედაგოგიკაში ჰუმანური მიდგომებით მოქმედებასა და თანამედროვე  აღზრდის მეთოდებს. შალვა ამონაშვილს  რამდენიმე წიგნი აქვს გამოცემული, მათ შორის საბავშვო ლიტერატურა. ფსიქოლოგიური ჟანრის წიგნები კი აღმზრდელობით რჩევებსა და გამოცდილებებს ეყრდნობა. ლექციის დასრულებებისას ავტორმა მსმენელებს სასურველ წიგნზე   ავტოგრაფიც დაუტოვა.