მარკო რუბიო და სტივ უიტკოფი კატარის პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ

10 მაი 2026

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ირანთან შეთანხმების თაობაზე კატარის პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „აქსიოსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რუბიო და ვიტკოფი მოჰამედ აბდულრაჰმანს მაიამიში შეხვდნენ. უცხოური მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შუამავლებმა ორივე მხარეს დაძაბულობის შემცირებისა და შეთანხმების მიღწევაზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდეს.