10 მაი 2026
დიდი ბრიტანეთი ჰორმუზის სრუტეში სამხედრო გემს აგზავნის. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამეფო საზღვაო ძალების გემი განაღმვით ოპერაციებში მონაწილეობს და გემებს მკაცრი თავდაცვითი გეგმის ფარგლებში დაიცავს. უწყების ცნობით, „წინასწარი განთავსების გეგმა უზრუნველყოფს, რომ გაერთიანებული სამეფო მზად იყოს საფრანგეთთან ერთად, ერთობლივი ხელმძღვანელობით შექმნილი მრავალეროვნული კოალიციის შემადგენლობაში სრუტის უსაფრთხოების დასაცავად, როდესაც პირობები ამის საშუალებას მოგვცემს“.