10 მაი 2026
ქართული საოპერო ხელოვნების უმნიშვნელოვანესი ნაწარმოების, „აბესალომ და ეთერის“ პრემიერა იტალიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და პრესტიჟულ სცენაზე. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია გოჩა კაპანაძეა, დამდგმელი დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი, სცენოგრაფია კი ეკუთვნის ლომგულ მურუსიძეს, ხოლო კოსტიუმების მხატვარი ესტერ მარტინია. საოპერო სპექტაკლში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი, სოლისტები, ახალგაზრდა ქართველი მომღერლები, იტალიელი მუსიკოსებით დაკომპლექტებული ორკესტრი და ფლორენციაში არსებული ქართული ცეკვის ანსამბლი „მამული“ მონაწილეობდნენ. დადგმა პროექტის - „ქართული საოპერო შედევრების საერთაშორისო პრემიერები“ ფარგლებში შედგა.