10 მაი 2026
ბათუმში ყოველწლიური ფესტივალი ,,ART SHOW” გაიხსნა. ღონისძიებამ ბარიტონი ერეკლე გურგენიძის სოლო კონცერტით აიღო სტარტი. ახალგაზრდა თაობის პედაგოგის სოლო კონცერტში მისი მოსწავლეებიც იყვნენ ჩართული, მათ შორის საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი ესპანეთში მოღვაწე ახალგაზრდა მომღერალი ქეთევან გორგოძე. ფესტივალი მოიცავს კამერულ და საოპერო კონცერტებს, ახალგაზრდა მუსიკოსებისა და სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო აქტივობებსა და დასკვნით გალა ღონისძიებას. ,, ART SHOW” -ს პრემიერა 2023 წელს შედგა, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ახალგაზრდა ქართველ არტისტებს საშუალებას აძლევს კლასიკური ხელოვნების პოპულარიზაციასთან ერთად მაყურებელს საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი გააცნონ.