10 მაი 2026
თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის სამხედროებმა საველე სწავლება ჩაატარეს. სწავლებაში ბატალიონის სატანკო და მექანიზებული ასეულებიც მონაწილეობდნენ. უწყების ინფორმაციით, წვრთნისა და შეფასების სწავლების მიზანი, ქვედანაყოფის მხარდამჭერ კოლექტიურ დავალებებში, მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინაციით, ბატალიონის მომზადებაა.