10 მაი 2026
ბათუმის ბულვარში საბავშვო მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, რაც ბულვარში არსებულ ბავშვთა გასართობ სივრცეებში, საბავშვო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ჩატარდა სარემონტო და სამღებრო სამუშაოები, განახლდა ამორტიზებული ატრაქციონები და საბავშვო ანიმაციური გმირების დეკორატიული ელემენტები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი კაუჩუკის საფარის დაგება. სამუშაოების შედეგად გაუმჯობესებული ბულვარის საბავშვო გასართობი გარემო პატარებისთვის უ საფრთხო და კომფორტული უნდა გახდეს. სამუშაოებს ბათუმის ბულვარის დირექტორი არჩილ ანთაძე გაეცნო.