ახალი ცენტრალური სკვერი ხულოში

10 მაი 2026

ახალი ცენტრალური სკვერი ხულოში - ტერიტორიაზე  მოეწყო ბავშვთა გასართობი და სპორტული ზონები, მოსასვენებელი სივრცეები, საფეხმავლო ბილიკები და გარე განათების სისტემა. ასევე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში აღიმართა საქართველოს ეროვნული დროშა და დაიდგა ქართველი პროზაიკოსის, ჰიმნოგრაფის, მწიგნობარისა და ასტრონომის, ტბელ აბუსერიძის ძეგლი. ცენტრალური სკვერის მოწყობისთვის ბიუჯეტიდან 1 167 988 ლარი დაიხარჯა.