საკრუიზო გემი, რომელზეც ჰანტავირუსით მგზავრი გარდაიცვალა,  ტენერიფეს პორტში მივიდა

10 მაი 2026

საკრუიზო გემ „ემვი ჰონდიუსზე“ ჰანტავისურით პირველი მგზავრის გარდაცვალებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, გემი კანარის კუნძულებზე, ტენერიფეში ჩავიდა. ესპანელი მგზავრების პირველი ჯგუფი გემიდან უკვე გადმოიყვანეს. მთავრობის წარმომადგენლების თქმით, მგზავრები, რომლებსაც ვირუსის არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებათ, მადრიდში დასაბრუნებელ რეისზე ესპანური სამხედრო თვითმფრინავით ავლენ და კარანტინში საავადმყოფოში გადაიყვანენ. გემის გრანდილის პორტსი მისაღებად ინტენსიური მზადება მიმდინარეობდა. ვირუსის იშვიათი შტამის გავრცელების თავიდან ასარიდებლად მიმდინარე ოპერაციაში 23 ქვეყანაა ჩართული.