ისრაელის თავდასხმა ლიბანზე - არის მსხვერპლი

10 მაი 2026

ლიბანის ხელისუფლების განცხადებით, ისრაელის მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად სულ მცირე 39 ადამიანი დაიღუპა. ისრაელის სამხედროების განცხადებით, დარტყმები მიმართულია ინფრასტრუქტურისა და იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ირანის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ დაჯგუფებასთან არიან დაკავშირებულნი.თავის მხრივ, საპასუხო თავდასხმა განახორციელა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთ ისრაელსა და სამხრეთ ლიბანში განლაგებული ისრაელის სამხედროების მიმართულებით. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის სამხედრო ესკალაციის დაწყებიდან ლიბანში 2 795 ადამიანი დაიღუპა.