10 მაი 2026
ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში - ერთი მოძრავი ავტომობილი 9 გაჩერებულ მანქანას შეეჯახა.
დაშავებულია ხუთი ადამიანი.
ისინი სასწრაფო-სამედიცნო დახმარების ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.