ბულგარეთში აქციების შედეგად მთავრობა გადადგა

11 დეკ 2025

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი როსენ ჟელიაზკოვი მასობრივი დემონსტრაციების ფონზე გადადგა.

აღსანიშნავია, რომ დღეს ბულგარეთის პარლამენტში ოპოზიციის ინიციატივით დაგეგმილი იყო კენჭისყრა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე, თუმცა კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე პრემიერმა გადადგომის შესახებ განაცხადა.