აშშ-ში ჰანტავისუსის შემთხვევები გამოვლინდა

11 მაი 2026

აშშ-ის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის განცხადებით,  საკრუიზო გემიდან დაბრუნებული 17 ამერიკელიდან ერთს ჰანტავირუსის  შტამზე  დადებითი შედეგი დაუფიქსირდა, ხოლო მეორეს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება, მას ვირუსი ჯერ არ დაუდასტურდა.  ისინი აშშ-ში ვერტმფრენით სპეციალური ბლოკებით გადაჰყავთ. 

ჰანტავირუსი ვირუსების იმ ჯგუფს განეკუთვნება, რომელიც როგორც წესი, მღრღნელების მიერ ვრცელდება და  იშვიათ შემთხვევებში შეიძლება ადამიანიდან ადამიანზე გადავიდეს.

ჯანდაცვის ორგანოების მტკიცებით, ვირუსის გავრცელების რისკი დაბალია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პარასკევის განახლებული ინფორმაციის თანახმად, რვა ადამიანი, რომლებმაც ორი კვირის წინ დატოვეს საკრუიზო გემი სიმპტომები გამოუვლინდათ, მათგან ექვსს ჰანტავირუსი დაუდასტურდა.

ვირუსისთ გემზე ჰოლანდიელი წყვილი და გერმანიის მოქალაქე გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჰანტავირუსის  შტამმა, რომელიც გემზე გავრცელდა, შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების მძიმე დაავადება, რომელიც შემთხვევათა 50%-ში ფატალურია.