ლატვიის თავდაცვის მინისტრი ქვეყანაში დრონების შეფრენის შემდეგ გადადგა

11 მაი 2026

ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ანდრის სპრუდსმა თანამდებობა დატოვა, მას შემდეგ, რაც გასულ ხუთშაბათს რუსეთიდან ქვეყნის ტერიტორიაზე ორი უკრაინული დრონი შეფრინდა და ნავთობის საცავებს დაეჯახა.

მომხდარის შემდეგ თავდაცვის მინისტრის  გადადგომა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინამ მოითხოვა  და განაცხადა, რომ დრონების საწინააღმდეგო სისტემები საკმარისად სწრაფად არ იყო განლაგებული.  ლატვიის ახალ თავდაცვის მინისტრად არმიის პოლკოვნიკი რაივის მელნისი დაინიშნა.

ლატვიამ და ლიეტუვამ   ნატოს მოუწოდეს, გააძლიეროს საჰაერო თავდაცვა მათ რეგიონში მას შემდეგ, რაც ორი დრონი ლატვიაში რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიიდან შეფრინდა.  

კვირას, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ იქს-ზე დაწერა, რომ დრონები უკრაინული იყო და ლატვიაში რუსეთის ელექტრონული ომის შედეგად მოხვდა, რომელიც განზრახ ცვლის რუსეთში  სამიზნეებიდან უკრაინული დრონების მიმართულებას.  

სიბიჰას განცხადებით, დრონების ინციდენტების საპასუხოდ, უკრაინა განიხილავს ექსპერტების გაგზავნას ბალტიისპირეთის ქვეყნებში საჰაერო უსაფრთხოების გასაძლიერებლად, რათა დაეხმაროს მათ.