ტრამპი ლუკაშენკოს მადლობას უხდის და მას მეგობარს უწოდებს

11 მაი 2026

აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ მედიაში წერს, რომ მისი ადმინისტრაციისა და  სპეციალური წარმომადგენლის ჩართულობით ბელარუსის და რუსეთის საპატიმროებიდან სამი პოლონელი და ორი მოლდოველი პატიმარი გაათავისუფლეს.

გათავისუფლება პოლონეთის პრეზიდენტის თხოვნის შემდეგ მოხდა და მადლობა გადაუხადა ბელარუსის პრეზიდენტს თანამშრომლობისთვის.  

„შეერთებული შტატები ასრულებს თავის ვალდებულებებს ჩვენი მოკავშირეებისა და მეგობრების წინაშე. მადლობა პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს თანამშრომლობისა და მეგობრობისთვის'' - წერს ტრამპი.