ტრამპისთვის მიუღებელია ირანის პასუხი

11 მაი 2026

დონალდ  ტრამპისთვის მიუღებელია ირანის პასუხი აშშ-ის წინადადებაზე, რომელიც ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ითვალისწინებს.  

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, თეირანი მოითხოვს ომის დასრულებას ყველა ფრონტზე, განსაკუთრებით ლიბანში და სრუტეში გადაზიდვების უსაფრთხოებას.  

უცნობი რჩება როგორ ან როდის შეიძლება ხელახლა გაიხსნას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე. ირანის პასუხი მოჰყვა აშშ-ის წინადადებას, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამასა და სხვა საკამათო საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყებამდე საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას მოითხოვს.