11 მაი 2026
სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეებს მორიგი სპეციალური სწავლება ჩაუტარდათ. სასწავლო სროლები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ,,სენაკის", ,,სიმონეთის", ,,ორფოლოს" სასროლეთებზე ჩატარდა.
კურსის მიზანია მესაზღვრეების ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლების, საშტატო იარაღის საბრძოლო თვისებებისა და მოწყობილობის, ასევე მოვლის და უსაფრთხოდ გამოყენების წესების შესახებ ცოდნისა და უნარ-ჩვევების განმტკიცება.
სასწავლო კურსი 2000-ზე მეტმა თანამშრომელმა გაიარა.