სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

11 მაი 2026

ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარა და ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული მალევე დააკავეს.

სწრაფი ჩარიცხვის აპარატი პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.