ტრენინგი „კარგი მასპინძლის" სტატუსის მქონე საოჯახო სასტუმროებისთვის

11 მაი 2026

„კარგი მასპინძლის" სტატუსის მქონე საოჯახო სასტუმროებს ტრენინგები ჩაუტარდათ. თეორიულ-პრაქტიკული სწავლება დასუფთავების სტანდარტების და ჰიგიენის მართვის, სერვირებისა და მომსახურების სტანდარტების, ასევე სურსათის უვნებლობის სისტემის მიმართულებით ჩატარდა. ტრენინგის მიზანი სერვისის ამაღლებაა.

მონაწილეები ასევე დაესწრნენ კულინარიულ მასტერკლასებს, შეისწავლეს დღის მენიუს შედგენა და სწორად კალკულაცია. ამ ეტაპზე, „კარგი მასპინძლის" სტატუსს აჭარაში 15-მდე საოჯახო სასტუმრო ფლობს.

პროექტი აჭარაში პირველად ხორციელდება. მასში ჩართვა საოჯახო-სასტუმროებისთვის ნებაყოფლობითია და ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი. 

ტრენინგები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით და კურორტ „გოდერძიზე" სასტუმრო „ამბასადორის" მენეჯმენტის ჩართულობით განხორციელდა.