ისრაელში 7 ოქტომბრის მოვლენების საფუძვლიან გამოძიებას მოითხოვენ

11 მაი 2026

იერუსალიმში, ქნესეთის შენობის წინ მომიტინგეები შეიკრიბნენ და 7 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი სახელმწიფო გამოძიების ჩატარება მოითხოვეს. აქციის მონაწილეები თქმით, ორ წელზე მეტი ხნის წინ მომხდარი ინციდენტის საფუძვლიანი  გამოძიების მიზნით დამოუკიდებელი კომიტეტი უნდა შეიქმნას. 

„ჩვენ პასუხებს ვითხოვთ. ჩვენ ნამდვილად გვინდა ვიცოდეთ, რა მოხდა იმ დღეს და მასზე პასუხისმგებელმა პირებმა თანამდებობები უნდა დატოვონ.

7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე ჰამასის ბოევიკების მოულოდნელი თავდასხმის შედეგად ათას 200 ადამიანი დაიღუპა და ღაზაში ომი დაიწყო, რომელმაც თავის მხრივ 72 ათას 500-ზე მეტი პალესტინელი იმსხვერპლა და სექტორი მიწასთან გაასწორა. 

ძალადობა ღაზაში 2025 წლის ოქტომბრის ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავადაც გაგრძელდა, ისრაელი თითქმის ყოველდღიურ თავდასხმებს ახორციელებს.

ისრაელი და ჰამასი ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში.