პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

11 მაი 2026

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო, პროცესი 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.ge, ასევე საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით,  წელს კვლავ გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობა, რაც საბაზო განათლების მქონე პირებს საშუალებას აძლევს, პროფესიულ განათლებასთან ერთად მიიღონ სრული ზოგადი განათლებაც.

აღნიშნული პროგრამების დასრულების შედეგად გაიცემა როგორც პროფესიული განათლების დიპლომი, ასევე სრული ზოგადი განათლების ატესტატი, რაც უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას ქმნის. რეგისტრაცია ასევე მიმდინარეობს დუალური მიდგომით განხორციელებულ პროგრამებზე.

რაც საგანმანათლებლო დაწესებულებასა და კომპანიას შორის პასუხისმგებლობის განაწილებას გულისხმობს.