შეხვედრა ევროპის სროლის კონფედერაციის პრეზიდენტთან

13 დეკ 2025

სპორტის მინისტრი ევროპის სროლის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა -შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში სროლის სახეობათა განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ამავე შეხვედრისას სპორტის მინისტრმა ლეგენდარულ ქართველ მსროლელს, ნინო სალუქვაძეს, ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად არჩევაც მიულოცა.  ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.