12 მაი 2026
უკრაინის სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის განცხადებით, პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს მასშტაბური კორუფციული საქმის გამოძიების ფარგლებში ბრალი წარედგინა. გამოძიება ერმაკსა და „ენერგოატომს“ შორის დაკავშირებულ კორუფციულ სქემაზე მიმდინარეობდა.
მანამდე ბრალი წარდგენილი ჰქონდა ცხრა პირს, რომელთა შორისაც არიან ზელენსკის გარემოცვის წევრები ტიმურ მინდიჩი, ყოფილი ვიცე-პრემიერი ოლექსი ჩერნიშოვი და ენერგეტიკისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ჰერმან ჰალუშჩენკო.
საუბარია 100 მილიონ დოლარზე. ამ ოდენობის თანხა კიევის მახლობლად მდიდრული სახლების ასაშენებლად გადაუხადეს ჩერნიშოვს და ერთ-ერთი ასეთი მდიდრული სახლის მფლობელი ანდრეი ერმაკიც გახლდათ.