13 დეკ 2025
რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ცნობით, თურქმენეთში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე „უკრაინაში მიმდინარე ომის და რეგიონული საკითხები“ განიხილა. ასევე, მისი თქმით, „არ შეიძლება, შავი ზღვა კონფლიქტის არენად გადაიქცეს“.