ბათუმი ჭადრაკის მწვრთნელთა მეორე ეროვნულ ფორუმს მასპინძლობს

13 დეკ 2025

ბათუმი ჭადრაკის მწვრთნელთა მეორე ეროვნულ ფორუმს მასპინძლობს. კონფერენცია დღეს გაიხსნა და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან  130   მწვრთნელი ესწრება. 
შეხვედრის ძირითადი მიზანი თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგიების დანერგვა  და საერთო საგანმანათლებლო სტანდარტების გამყარებაა. შეხვედრაზე ქართველ მწვრთნელებს ასევე საშუალება ექნებათ  გაეცნონ  საერთაშორისო  გამოცდილებას.  ფორუმი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით უკვე მეორედ იმართება.