მისალოცი წერილები 

12 მაი 2026

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ვატიკანიდან მისალოცი წერილი მიიღო. ქრისტიანთა ერთიანობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტის, კარდინალ კურტ კოხის გზავნილში აღნიშნულია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულის როლი და გახმოვანდა წმინდა საყდრის პოზიცია.

კარდინალმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი პატრიარქის მსახურება ხელს შეუწყობს ეკლესიებს შორის "ერთობის, ქველმოქმედებისა და ძმური დიალოგის" განმტკიცებას.

შიო მესამეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქად არჩევას ულოცავს კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე, რომელიც მისალოც წერილში ახსენებს გარდაცვლილ პატრიარქს, ილია მეორეს და წერს, რომ შიო მუჯირი „თავისი წინამორბედის მრავალწლიანი წვლილის შემდეგ“ აღსაყდრდება საპატრიარქო ტახტზე, ილია მეორეზე კი წერს: „[მისი] ცხოვრება და მოღვაწეობა ქრისტესადმი ერთგულების, ეკლესიისადმი თავდადებული მსახურების და თავისი ხალხისადმი სულიერი მზრუნველობის მაგალითი იყო“.