სასწრაფო დახმარების ახალი მანქანები

02 ივნ 2017

ხულოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ორი, მაღალი გამავლობის  ახალი ავტომანქანა  გადაეცა. ისინი სხალთისა და ღორჯომის ხეობებისთვისაა განკუთვნილი.

ავტომანქანები აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით, რომლებითაც შესაძლებელია პირველადი - გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დროული აღმოჩენა. ავტომობილებისთვის აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 272 ათასი  ლარი დაიხარჯა.