აბსოლუტური ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში

14 დეკ 2025

ქალაქ გორში ქართულ ჭიდაობაში საქართველოს აბსოლუტური ფალავნობა გაიმართა.  2025 წლის აბსოლუტურ ფალავნობაში ჩემპიონობა გიორგი ჩაგელიშვილმა იზეიმა, საბა ინანეიშვილი ვიცე-ჩემპიონი გახდა, ბრინჯაოს მედალი კი ნიკა სიდამონიძემ მოიპოვა. გამარჯვებულები ასევე გამოვლინდნენ 80, 90 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში. მათ მედლები და სიგელები გადაეცათ.  ღონისძიება საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.   საქართველოს აბსოლუტური ფალავნობა ქართული ჭიდაობის უმთავრესი ტურნირია. ის პირველად 1928 წელს ჩატარდა, წელს კი 97-ე ტურნირი გაიმართა.