ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერს გამოეთიშა

13 მაი 2026

ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის 1000-ქულიან მასტერსზე გამოსვლა დაასრულა. ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალში ანდრეი რუბლევთან სამ სეტში – 6:3, 6:7, 2:6 დამარცხდა.

რომის მასტერსი ბასილაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, ორი შეხვედრა მოიგო, ხოლო შემდეგ ძირითად ეტაპზე სამ მეტოქეს სძლია. 

ტურნირის მერვედფინალში გასვლით ქართველმა ჩოგბურთელმა 100 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.