13 მაი 2026
გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარატაეკვონდოში ანა ჯაფარიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ქართველმა პარასპორტსმენებმა კონტინენტის პირველობაზე კიდევ ოთხი მედალი მოიპოვეს – ლიკა ჩაჩიბაიამ, სანდრო მეგრელიშვილმა, ნატა ოჩიგავამ და მარიამ ნინიაშვილმა ტურნირი ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს.