თბილისის „დინამოს“ ისტორიული გამარჯვებიდან 45 წელი გავიდა

13 მაი 2026

1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ“ ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში იენის „კარლ ცაისი“ 2:1 დაამარცხა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად ევროპული თასი მოიგო.

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გამართული ამ ისტორიული მატჩიდან 45 წელი გავიდა. „დინამომ“ ფინალამდე მეთექვსმეტედფინალში საბერძნეთის „კასტორია“ დაამარცხა, მერვედფინალში – ირლანდიური „უოტერფორდი“, მეოთხედფინალში – ლონდონის „ვესტ ჰემი“, ნახევარფინალში კი – როტერდამის „ფეინოორდი“.

თბილისის „დინამოსთვის“ ევროპული თასის მოპოვება ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულია. ფინალში ანგარიში გერმანელებმა 63-ე წუთზე გერჰარდ ჰოპეს გოლით გახსნეს. ოთხ წუთში ვლადიმერ გუცაევმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ვიტალი დარასელიამ გამარჯვების გოლი გაიტანა.