13 მაი 2026
„ჰანტავირუსის“ უფრო მასშტაბური აფეთქების ნიშნები არ არსებობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ. გენერალური დირექტორი ტედროს ადანომი ვითარების შეცვლას და მომდევნო კვირებში ვირუსის დამატებითი შემთხვევების გამოვლენას არ გამორიცხავს.
„ამ ეტაპზე არ ჩანს, რომ ჩვენ ვხედავთ უფრო დიდი აფეთქების დასაწყისს, თუმცა შეიძლება, ვითარება შეიცვალოს და ვირუსის გრძელი ინკუბაციური პერიოდის გამო მომდევნო კვირებში მეტი შემთხვევა იყოს. ჩვენი სამუშაო ჯერ არ დასრულებულა“, – განაცხადა გებრეისუსმა.
ორგანიზაციის მონაცემებით, ამჟამად, ცხრა დადასტურებული შემთხვევაა, კიდევ ორი კი საეჭვოა.
როგორც მედია წერს, ინფიცირებულია საფრანგეთის ერთი მოქალაქე, რომელიც საკრუიზო გემზე იმყოფებოდა.
„ჰანტავირუსი“ დაუდასტურდა მადრიდში კარანტინში მყოფ ესპანელთაგან ერთ-ერთს. მისი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. ეს არის იშვიათი დაავადება, ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა პირველად დაფიქსირდა. სიმპტომებს შორისაა სიცხე, ძლიერი დაღლილობა, კუნთების ტკივილი, მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა და სუნთქვის გაძნელება.