დიდ ბრიტანეთში სამთავრობო კრიზისია

13 მაი 2026

ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი დევიდ ლემი  ირწმუნება, რომ კირ სტარმერს სრული მხარდაჭერა აქვს და დასძინა, რომ არც არ არის პოტენციური კონკურენტი, რომელიც  ლეიბორისტული პარტიის ლიდერს სერიოზულ ოპონირებას გაუწევს. „უკვე 24 საათი გავიდა და არავინ გამოჩენილა პარტიაში არსებულ პროცესებში საკუთარი თავის წარმოსაჩენად“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს სტარმერის დაუნინგ სტრიტზე მდებარე ოფისის წინ.

სტარმერი ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოექცა, როდესაც მისი მთავრობის ოთხმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა და 80-მდე ლეიბორისტმა კანონმდებელმა საჯაროდ მოითხოვა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომა.

პარლამენტის 110 ლეიბორისტმა წევრმა ხელი მოაწერა განცხადებას, რომელიც მხარდაჭერას უცხადებს პრემიერ-მინისტრს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ  „ახლა ლიდერობისთვის ბრძოლის დრო არ არის“.

ლონდონში პარტიის ერთგული წევრებისადმი მიმართვისას კირ სტარმერმა  თავის პარტიას, ასევე ამომრჩევლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა  და აღნიშნა, რომ ახლა ლიდერობისთვის ბრძოლა ქვეყანას  მხოლოდ ქაოსს მოუტანს.