13 მაი 2026
დონალდ ტრამპი ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტის დროს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ირანში ომის შესახებ ისაუბრებს, თუმცა არ ფიქრობს, რომ ამ საკითხში სი ძინპინის დახმარება სჭირდება.
„არა მგონია, რაიმე დახმარება დაგვჭირდეს. ჩვენ მოვიგებთ ამ ომს ასე თუ ისე, მშვიდობიანად ან სხვაგვარად“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს. მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის ლიდერი ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში პირისპირ მოლაპარაკებებს პირველად გამართავს.
ტრამპი და სი ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების, აშშ-სა და ისრაელის ირანთან ომისა და სხვა უთანხმოების სფეროებში არსებული დაძაბულობის განმუხტვას შეეცდებიან. ტრამპი ჩინეთში მიემგზავრება ირანთან არსებული გადაუჭრელი ომის ფონზე, რომლის დასრულებასაც დიპლომატიური მოლაპარაკებებით ცდილობს.
პეკინი ინარჩუნებს კავშირებს ირანთან და კვლავ რჩება მისი ნავთობის ექსპორტის მთავარ მომხმარებლად.