მსოფლიო პატრიარქი საქართველოს ახლად არჩეულ კათოლიკოს - პატრიარქს, შიო III-ს აღსაყდრებას ულოცავს

13 მაი 2026

სრულიად საქართველოს ახლად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქი, შიო III მილოცვებს იღებს. მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ახალ პატრიარქს აღსაყდრებას ულოცავს.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს ახალარჩეულ კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს და მას ნაყოფიერი მწყემსმთავრული მოღვაწეობა უსურვა.

ბართლომეოსმა განსაკუთრებული პატივით მოიხსენია ილია II-ის "ისტორიული და ნათელი" ღვაწლი, რომელმაც ეპოქალური კვალი დატოვა მსოფლიო მართლმადიდებლობაზე.

დოკუმენტში ხაზგასმულია ეკლესიებს შორის ჰარმონიული თანამშრომლობისა და მართლმადიდებლური ერთობის მნიშვნელობა თანამედროვე გამოწვევების ფონზე.