13 მაი 2026
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა.
გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, რეფორმის განხორციელებაში გამორჩეული როლი მიუძღვით მშობლებს, შესაბამისად, მათი ჩართულობა მიმდინარე პროცესებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.