13 მაი 2026
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე სანიტარიული ჭრები მიმდინარეობს.
მაღალი ეკოლოგიური მნიშვნელობის მქონე ეკოსისტემის მდგომარეობა ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც ძირითადად მავნებელი მწერის - მბეჭდავი ქერქიჭამიას მასობრივ გავრცელებას უკავშირდება.
მავნებელთან ბრძოლის მნიშვნელოვანი მეთოდია სანიტარიული ჭრები, რაც ტერიტორიიდან დაზიანებული ხეების დროულ გამოტანას გულისხმობს, რითაც მცირდება მავნებლის გამრავლების წყარო.
ეროვნული სატყეო სააგენტო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სანიტარიულ ჭრებს სისტემატიურად ახორციელებს, აგრეთვე ხდება ტერიტორიის გაწმენდა სტიქიის შედეგად დაზიანებული და წაქცეული ხეებისაგან.