თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, სამხრეთ ამერიკული საკონცერტო ტურნეს ფარგლებში, ბრაზილიის იმყოფება

13 მაი 2026

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - „საქართველოს სინფონიეტა“, სამხრეთ ამერიკული საკონცერტო ტურნეს ფარგლებში, ბრაზილიის რესპუბლიკაში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ ეს ქართული ორკესტრის პირველი ვიზიტია ბრაზილიაში.  

ტურნეს ფარგლებში,  ორკესტრს 12 მაისს – რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთმა ცენტრალურმა დარბაზმა უმასპინძლა,  დღეს კი – მორიგი კონცერტი ბრაზილიის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრაზილიაში გაიმართება.